თურქეთში პუტჩის ორგანიზატორები ერდორანის ოზთურქით შეცვლას აპირებდნენ

სტამბოლის ტერაქტში მონაწილეობისათვის რუსეთის 11 მოქალაქეს ბრალი წაუყენეს

ჩაშლილი სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორები ქვეყნის პრეზიდენტად გენერალ აკინ ოზთურქის დანიშვნას აპირებდნენ, რომელიც ქვეყნის სამხედრო ძალების ყოფილი მთავარსადრდალია.
ოზთურქის სახელი ამბოხებულების წინასწარ მომზადებულ სიაში იყო. თვითონ ყოფილმა მთავარსარდალმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. სხვათა დაკითხვებმა აჩვენა, რომ ოზთურქი სამხედრო გადატრიალების შესახებ ინფორმაციას ფლობდა.

თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადარტიალების მცდელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში გუშინ ახალი მონაცემები გავრცელდა – გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 22 ათასი ადამიანი. მათგან შორის 16 ათასი ოფიციალურად ციხეშია გადაყვანილი, 7668 ადამიანის საქმე კი განხილვის პროცესშია.

ამბოხების მცდელობის შემდეგ სამსახურებიდან განთავისუფლებულია ათობით ათასი ადამიანი.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რომ აღნიშნულ საქმეზე ათამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული

banner
წინა სტატიაშიიან კელი: ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური ზეწოლისგან
შემდეგი სტატია(ვიდეო) მურმანსკელი მამაკაცი, რომელიც აფხაზეთში იძულებით იყო, სახლში მიემგზავრება