თურქეთში პროსტიტუციაში ეჭვმიტანილი 13 ქალი დააკავეს

თურქეთში პროსტიტუციაში ეჭვმიტანილი 13 ქალი დააკავეს. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. 11 დაკავებული ყირგიზეთიდანაა, კიდევ ერთი კი უზბეკეთიდან. ერთ-ერთმა ქალმა, რომლის სახელს თურქული მედიასაშუალებები არ ასაჯაროებენ, განაცხადა, რომ მას და სხვა ქალებს პასპორტები ჩამოართვეს და პროსტიტუციაში ჩართვა აიძულეს.

ქალები ქალაქ ბოდრუმში ჩატარებული რეიდის დროს დააკავეს. ყველა მათგანი საიმიგრაციო სამსახურს დეპორტაციისთვის გადასცეს. ამას გარდა, დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგფების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ერთი მამაკაცი.

თურქეთის პოლიცია აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების პროსტიტუციაში იძულებით ჩართვის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაში„არა პოლიციურ რეჟიმს“- „აუდიტორია 115“ თსუ-ს პირველ კორპუსთან აქციას მართავს
შემდეგი სტატია“არ დაწვათ საბურავები!” – “ჭიაკოკონობასთან” დაკავშირებით ზედამხედველობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს