თურქეთში პროქურთული პარტიიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერი დაიჭირეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პროქურთული დემოკრატიულ ხალხთა პარტიის წარმომადგენელი პერვინ ბულდანი სტამბოლში თურქულმა პოლიციამ დააკავა – პარტიის “ტვიტერზე” დღეს გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს თურქეთის პროკურატურამ ქვეყნის პარლამენტის 15 დეპუტატის დაკავების შესახებ გასცა ორდერი.
თურქ პარლამენტარებზე სისხლის სამართლებრივი დევნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც თურქეთის პრეზიდენტმა პარლამენტარებზე ხელშეუხებლობის მოხსნის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ექსპერტების აზრით, პრეზიდენტს კანონი იმისთვის სჭირდება, რომ პარლამენტიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დაითხოვოს.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში 31 შესაძლო ტერორისტი დააკავეს
შემდეგი სტატიაგურჯაანში პრობაციის ახალი ოფისი გაიხსნა