თურქეთში პოპულარული სოციალური ქსელები დაბლოკეს

თურქეთში პოპულარული სოციალური ქსელები Twitter-ი, Facebook-ი და WhatsApp-ი დაბლოკეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC თურქულ ინტერნეტ-სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ცნობით, უპირველეს ყოვლისა დაიბლოკა სოციალური ქსელების მობილური აპლიკაციები.

შეგახსენებთ, გამთენიისას თურქეთში პროქურთული ოპოზიციური “სახალხო დემოკრატიული პარტიის” 11 წევრი დააკავეს. დაკავებულთა შორის პარტიის თავმჯდომარე სელაჰატინ დემირთაშია, რომელიც 2014 წლის არჩევნებისას პრეზიდენტად იყრიდა კენჭს.

დეპუტატების დაკავება მას შემდეგ გახდა შესაძლებელია, რაც მიმდინარე წლის ზაფხულში თურქეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს ხელი მოაწერა, რაც პარლამენტის წევრებისთვის პროკურატურის მოთხოვნით იმუნიტეტის გაუქმებას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითბილისის ნაგავსაყრელზე მამაკაცის ფერფლი იპოვეს – დაკავებულია 16 წლის გოგონა
შემდეგი სტატია“მიშას გაემიჯნეთ და მერე გაღიარებთ ჩემს ოპოზიციადო! ” – თაქთაქიშვილის სკანდალური განცხადება