თურქეთში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

თურქეთში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

თურქეთში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენატაქსიმის მოედანზე, სტამბულში პოლიციამ მიტინგის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა – ისინი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძალისმიერ ოპერაციებს აპროტესტებდნენ.
საპროტესტო აქციაში ასობით აქტივისტი მონაწილეობდა.

თურქმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქურთების წინააღმდეგ რამდენიმე ხნის წინ დაიწყო ოპერაცია. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები არ შეჩერდება მანამ, სანამ რეგიონი სრულიად არ გაიწმინდება ქურთისტანის მუშათა პარტიისაგან, რომელიც ანკარამ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.

banner
წინა სტატიაშივიდეო:უკრაინულმა მედიამ ავაკოვის ყოფილ მოადგილეზე სკანდალური ფარული ჩანაწერი გამოქვეყნა
შემდეგი სტატიაქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა და ამ დროისთვის ის ბრალს არ აღიარებს