თურქეთში ოპოზიციური პარტიის დეპუტატს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სტამბოლის სასამართლომ თურქეთში ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტიის დეპუტატს ენის ბერბეროღლუს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, – ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.
სასამართლომ ენის ბერბეროღლუს სადაზვერვო ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად , თურქეთი სირიაში იარაღის მიწოდებას ახორციელებდა.
ბერბეროღლუს თანაპარტიელები აცხადებენ, რომ სასამართლოს ეს განაჩენი ოპოზიციის დაშინებას წარმოადგენს.
″განაჩენის გამოტანის შემდეგ ენის ბერბეროღლუმ სასამართლო დერეფანში განცხადება გააკეთა. ″არაფრისგან ასეთი რამ მოიგონეს, ამის ავტორებს გრცხვენოდეთ. თქვენ მე ვერ დამივიწყებთ, მეც თქვენ არ დაგივიწყებთ.″-განაცხადა მან.
ბრალდების თანახმად, ენის ბერბეროღლუმ 2015 წელს ოპოზიციური გაზეთი Cumhuriet-ის მთავარ რედაქტორს ჯან დუნდარს ინფორმაცია გადასცა იმის თაობაზე, რომ თურქეთის დაზვერვამ თითქოს იარაღი მიაწოდა სირიაში მებრძოლ ისლამისტებს. 2015 წელს აღნიშნული ინფორმაციის შემცვლელი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციური გაზეთის Cumhuriet-ის მთავარი რედაქტორი ჯან დუნდარი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ახალი მოადგილე დაინიშნა
შემდეგი სტატიასაჩინო-ჩქვალერი-ჯვარზენის 7,4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება