თურქეთში ოპოზიცია მოითხოვს პრემიერ-მინისტრის გადადგომას

ოპოციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ბიულენთ თეზჯანმა მოუწოდა თურქეთის პრემიერ-მინისტრს ბინალი ილდირიმს გადაგდეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან მისი შვილები ფიგურირებენ ოფშორულ ზონებთან დაკავშირებულ სკანდალურ საქმეში. მისი თქმით, არსებობს მონაცემები, რომ თურქეთის პრემიერის შვილები ფლობენ ორი სანაოსნო კომპანიის აქციათა მთლიან პაკეტს.
თავის მხრივ, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მისი შვილების საქმიანობაში საიდუმლო არაფერია. “მე მთელი ცხოვრება სანაოსნო სფეროში ვმუშაობდი და როდესაც პოლიტიკაში გადავწყვიტე წასვლა, ჩემი ბიზნესი შვილებს გადავეცი. ირწმუნებიან, რომ თითქოს ისინი არ იხდიან გადასახადებს, თუმცა მათი კომპანიები იმ საწარმოთა სიაში არიან, რომლებიც ყველაზე მეტ გადასახადს იხდიან თურქეთში. ჩემს მიმართ პრეტენზიები არ არის ახალი. მათ სურთ, რომ წელში გამტეხონ…თუ სურთ, შეუძლიათ შეამოწმონ ჩემი შვილების ფინანსური და იურიდიული საქმიანობა, რადგან უსაფუძვლო ბრალდებები მიუღებელია”, – განაცხადა თურქეთის პრემიერმა.
ინფორმაცია მომზადებულია თურქეთის პრესის მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კატალონიის დამოუკიდებლობის აქტი
შემდეგი სტატიასასამართლომ დააყადაღა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის შვილის უძრავი ქონება