თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ირანიდან გაშვებული მეორე ბალისტიკური საბრძოლო მასალა ნატოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საშუალებებით განადგურდა მას შემდეგ, რაც ის თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.
განცხადებაში სამინისტრო დასძენს, რომ ნამსხვრევები ქალაქ გაზიანტეპში ცარიელ მიწაზე დაეცა, თუმცა არავინ დაშავებულა და არც მსხვერპლი ყოფილა.
გასულ კვირას თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი საჰაერო სივრცისკენ მიმართული ირანული რაკეტა ნატოს თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.















