თურქეთში მოზარდმა სამი პოლიციელი მოკლა

თურქეთში მოზარდმა სამი პოლიციელი მოკლა

1თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მოზარდმა პოლიციელები დახოცა – Hurriyet-ი ავრცელებს.
კიდევ სამი სამართალდამცველი დაჭრილია. ინციდენტი ქალაქ შანლიურფაში ავტობუსების გაჩერებაზე მოხდა: პოლიციელებმა გაჩერებაზე მყოფებს საბუთების წარდგენა მოსთხოვეს, რომლის შემდეგაც სროლა დაიწყო. შემდეგ მოზარდი მიიმალა, ჯერ კიდევ ერთი პატრული მოკლა, და შემდეგ თავი მოიკლა.
როგორც პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა, 17 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ტერორისტებთან იყო კავშირში, ასევე, მას ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნებოდა. აღმოჩნდა, რომ გაჩერებაზე ახალგაზრდა მამასთან ერთად იდგა, როცა მან პოლიციელები დაინახა, მამას იარაღი ამოაცალა და ცეცხლი გახსნა.
ქალაქ შარლიურფა სირიის საზღვართან მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობა ბულაჩაურის ქუჩაზე სრული დატვირთვით ამოქმედდა
შემდეგი სტატიაბერლინში სკვოტერებთან დაპირისპირებისას 120 პოლიციელი დაშავდა