თურქეთში მორიგი ტერაქტი მოხდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიარბაქირის პროვინციაში, ავტოსადგურთან მომხდარ ძლიერ აფეთქებას შვიდი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ქვეყნის განვითარების მინისტრმა ჯევდეთ ილმაზმა განაცხადა, აფეთქების დროს 13 სამართლადამცველი დაიჭრა, რომელთაგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძიმეა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, სულ დაშავებულია 27 ადამიანი, რომელთა შორის 14 მშვიდობიანი მოქალაქეა. ავტოსადგურთან ძლიერი აფეთქება დღეს საღამოს მოხდა. დანაღმული ავტომანქანა იმ დროს აფეთქდა, როდესაც ავტოსადგურთან პოლიციის სპეციალური ოპერაციების ავტომობილმა ჩაიარა. დაშავებული მოქალაქეები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. აფეთქების შედეგად, საქალაქთაშორისო ავტოსადგურის შუშები ჩაიმსხვრა. ასევე, დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

banner
წინა სტატიაში,, პოლიტიკური სისტემა, რომელშიც არის მხოლოდ ორი მხარე, უკვე მოძველდა ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვის”
შემდეგი სტატიაედგარს რინკევიჩსი საქართველოს პროგრესს დადებითად აფასებს