Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთში 26 ადამიანი დააკავეს, ხოლო ლგბტქ+ ორგანიზაციის ექვს ოფისში ჩხრეკა ჩატარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რეიდები დაკავშირებული იყო პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებთან, მათ შორის პროსტიტუციასა და უხამსი მასალების გავრცელებასთან.
ხელისუფლება ოპერაციას „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.
სტამბოლის მთავარი პროკურატურის განცხადებით, 12-13 სექტემბერს 12 პროვინციაში 38 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ ოპერაციები ჩატარდა, რომლის დროსაც ხელისუფლებამ ნარკოტიკები, ციფრული აპარატურა, კონტრაბანდული ალკოჰოლი და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.
პროკურატურის განცხადებით, არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მოზარდების იდენტობასა და გენდერულ საკითხებზე ზეწოლას ახდენდნენ.
ამავდროულად, ანკარაში დაფუძნებულმა ლგბტქ+ ასოციაციამ „Kaos GL“ განაცხადა, რომ დაკავებულია მინიმუმ 50 აქტივისტი.








