თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ინფიცირების სულ 360-მდე ფაქტია დადასტურებული. COVID 19-ის 122 შემთხვევა ფიქსირდება სომხეთში. აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 44, რუსეთში კი 199-ია.

დაღუპულთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს ირანში, სადაც ვირუსით 1 300-მდე ადამიანია გარდაცვლილი. ირანის პრეზიდენტის ბრძანებით, ქვეყანაში აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა, ყველა დაწესებულება მუშაობას წყვეტს. 831-მდეა გაზრდილი დაღუპულთა რიცხვი ესპანეთში. COVID 19-ის შემთხვევები მატულობს ევროპის სხვა ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში.

ვირუსის გამო შტატებმა სამხედრო ოპერაციები დროებით შეაჩერა ავღანეთსა და ერაყში. პანდემიის საკითხზე ერთ კვირაში რიგგარეშე პლენარულ სხდომას გამართავს ევროპარლამენტი. “დიდი შვიდეულის” ივნისში დაგეგმილი სამიტი კი ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე – ქვეყანაში ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანი დაინფიცირდა და არ ვიცით, ვისგან
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა