თურქეთში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

საქართველოს სალეჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს

თურქეთის ქალაქ ჰანიში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 სამხედრო დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტომობილი, რომელში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული პოლიციის ბაზას დაეჯახა.

აფეთქების შედეგად პოლიციის შენობა დაზიანდა. დაზიანდა ასევე ახლოსმდებარე შენობებიც. ჯერ უცნობია თუ ვინ განახორციელა თავდასხმა. ქალაქი ჰანი დიარბაკირის პროვინციაში მდებარეობს, რომელიც ძირითადად ქურთებითაა დასახლებული.

banner
წინა სტატიაშიბრაიან ადამსმა მისისიპიში კონცერტი “გეების დისკრიმინაციის” გამო გადადო
შემდეგი სტატიადღეს ერთი აშშ დოლარი 2.2782 ლარია