თურქეთში ისტორიულ ქალაქს ანგრევენ (ვიდეო)

თურქი ბლოგერები ავრცელებენ ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ ინგრევა თურქეთის ბათმანის პროვიციის ისტორიული ქალაქის ჰასანქეიფის ისტორიული კლდეში ნაშენი ციხე.
მდინარე ტიგრზე გაშენებულ, ისტორიულ ქალაქ ჰასანქეიფს, რომელიც ამჟამად 6000-მდე ადამიანით, ძირითადად ქურთებით არის დასახლებული, ანტიკური ხანიდან მოყოლებული ძალიან მდიდარი ისტორია აქვს, რის გამოც დიდი რაოდენობით უცხოელი ტურისტები სტუმრობენ. ქალაქში განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად 3500 წლის წინანდელი ნივთებიც არის აღმოჩენილი. რაც შეეხება ჰასანქეიფის კლდეში ნაკვეთ ციხეს, ის რომაელების მიერ 1200 წლის წინ არის აგებული. სწორედ ამ ციხის ნგრევის კადრებს ავრცელებენ თურქი ბლოგერები, რომლებიც ამ ნგრევას, ,,,ისლამური სახელმწიფოს,, ტერორისტების მიერ პალმირას ისტორიული ძეგლების განადგურებას ადარებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებას ჰიდროელექტროსადგურისთვის, ტიგრიტზე დიდი დამბის მშენებლობას იწყებს, რომლის განხორციელების შემთხვევაში ჰასანქეიფი წყლის ქვეშ უნდა აღმოჩნდეს, ამიტომაც ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქის ისტორიული დეტალებისა და გათხებში მოპოვებული ნივთების გადატანით არიან დაკავებული. სწორედ კულტურული ძეგლის ფრანგმენტების გადატანას მოყვა ვიდეოზე აღბეჭდილი ნგრევა.
თურქეთში რამდენიმე დამოუკიდებელი პლატფორმა არსებობს, რომელიც ჰასანქეიფის, სურის მესოპოტამიის ციხის და დასატბორად განწირული სხვა უნიკალური ძეგლების გადარჩენისთვის იბრძვიან.

 

https://youtu.be/KWsB7iZwbgM

banner
წინა სტატიაში9-10 სექტემბერს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში გასვლითი ღონისძიება გაიმართება
შემდეგი სტატიახანძარი აბასთუმანში – სტიქიის ზონაში ცოცხალი ძალა გაიზარდა, ელოდებიან უკრაინულ თვითმფრინავს