თურქეთში ISIS-ის ,,საახალწლო ტერაქტები,, აღკვეთეს

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქმა სამართალდამცავებმა ,,ისლამური სახელმწიფოს,, (ISIS) წევრობაში ბრალდებული 12 პირი დააკავეს, რომელიც  თურქეთის დიდ ქალაქებში, ახალი წლის დღეებში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირთა შორის სხვადახვა სხვადასხვა ქვეყნის და მათ შორის სირიის 2 მოქალაქეა.

თურქეთის სპეცსამსახურებს, ბოლო სამ თვეში, ISIS-ის წევრობაში ეჭვმიტანილი 400 პირი  ჰყავთ დაკავებული.

banner
წინა სტატიაშირუსი სტუდენტი შიშველი სხეულით გადაეფარა ნაძვის ხეს
შემდეგი სტატიასამართალდამცავებმა ქურდობის ფაქტებზე 27-ჯერ მხილებული არასრულწლოვანი დააკავეს