თურქეთში გიულენის ძმიშვილი და რძალი დააპატიმრეს

14800813_662734767220047_287026680_nთურქული მედიის ცნობით, ქალქ იზმირში, 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების ორგანიზებაში ბრალდებული ფეტიულაჰ გიულენის ძმიშვილი და რძალი დააპატიმრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეტიულაჰ გიულენის ძმიშვილი ჰუსეინ გიულენი და დედამისი საიმე გიულენი იზმირში, იეშილიურტ სემტის უბანში მდებარე ერთ-ერთ სახლში დააპატიმრეს, სადაც ისინი იმალებოდნენ. სახლიდან, სადაც ზემოხსენებული პირები დააპატიმრეს, პოლიციამ 2 კომპიტერი, 2 მობილური ტელეფონი და 2000 თურქული ლირა (დაახლოებით 650 დოლარის ექვივალენტი) ამოიღო.
რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, ფეტიულაჰ გიულენის ძმიშვილსა და რძალს, მისი მიმდევრობა ედება ბრალად.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა
შემდეგი სტატიავენესუელაში მადუროს მომხრეები პარლამენტში შეიჭრნენ