თურქეთში გარდაცვლილი ლუხუმ ჯანჯარიას საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თურქეთში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 47 წლის ლუხუმ ჯანჯალიას საქმესთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს გამოძიება დაწყებულია 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 7-15 წლამდე გულისხმობს. ასევე დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

თურქეთში გარდაცვლილი ლუხუმ ჯანჯარიას ოჯახი მკვლელობის ვერსიაზე ლაპარაკობს. ლუხუმ ჯანჯალიას დედის, იზო ჯანჯალიას მტკიცებით, მისი შვილი მოკლულია, ხოლო ამ მკვლელოობაში გარეულია დამსაქმებელი. 47 წლის კაცი თურქეთში სამუშაოდ ნაცნობის დახმარებით 13 დღის წინ წავიდა.

ცხედარი რამდენიმე დღის წინ სტამბოლის ერთ-ერთ სკვერში იპოვეს.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილმაც კი არასოდეს უნდა თქვას “არასოდეს”- ძიძიგური ივანიშვილის დაბრუნებაზე
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ და სამხრეთ კორეელი ლიდერები ატომური განიარაღებაზე შეთანხმდნენ