თურქეთში გადაყვანა არ იყო გამოწვეული აუცილებლობით, ოჯახს გავუწიეთ ანგარიში – სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თორნიკე რიჟვაძის გადაყვანა თურქეთში არ ყოფილა გამოწვეული აუცილებლობით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნა იყო, რომელსაც ანგარიში გაუწიეს. ამის შესახებ მინისტრმა “ღამის კურიერში” ისაუბრა:

“მას შემდეგ, რაც ის ოჯახის თხოვნით გადაყვანილ იქნა თურქეთში მკურნალობის გასაგრძელებლად, იქიდანაც საიმედო ცნობებია, რასაც ვიღებთ და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ჯანმრთელობის აღდგენა.

ვერ ვიტყოდი, რომ ეს აუცილებლობა იყო ეს იყო უბრალოდ ოჯახის თხოვნა, მათაც, რა თქმა უნდა, კარგად აეხსნათ, სრულფასოვნად მიეწოდათ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, რისკების მაქსიმალურად ნეიტრალიზების შესახებ აქ გატარებული ღონისძიებების შედეგად, თუმცა, მათ მაინც ამჯობინეს, რომ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, რასაც ბუნებრივია, ანგარიში გავუწიეთ.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს აუცილებლობით ნაკარნახები არ იყო. ისიც შემიუძლია ვთქვა, რომ არ მგონია ის თურქეთში რაიმე სახით უფრო მეტ ან გაუმჯობესებულ მკრუნალობას ღებულობს. ჩვენი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძირითადი და ყველაზე კრიტიკული პრობლემები, რაც იყო, გადაიარა.

პირველ რიგში, საგარეჯოს კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ეს უნდა ვთქვათ და იქაურ სამედიცინო პერსონალს მადლობა გადავუხადო სწორად წარმართული პროცესისთვის, და შემდგომ, რა თქმა უნდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ეს კრიტიკული დღეები აბსოლუტურად უნაკლოდ და ზედმიწევნით სწორად იქნა მართული. შესაბამისად, ამან მოიტანა რეზულტატი და პრაქტიკულად, მდგომარეობა, რომელიც გუშინ საღამოს დაახლოებით ამ დროს ვნახეთ, იყო აბსოლუტურად დამაიმედებელი, სხვათაშორის, ამან გააჩინა შესაძლებლობა, რომ გადაყვანა მომხდარიყო, ეს პარამეტრები რომ არ გაუმჯობესებულიყო, იქნებოდა პრობლემა”, – თქვა მიხეილ სარჯველაძემ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას “რუსთავი 2-ის” ეთერში.

banner
წინა სტატიაში“არსებობს უკეთესი, ნაკლებად ზიანის მომტანი საშუალებები” – რით ჩაანაცვლებს სახელმწიფო მეტადონს?
შემდეგი სტატიასჯობია იმ სცენარს მივყვეთ, რასაც ზურაბიშვილი გვთავაზობს – გია ხუხაშვილმა აზრი შეიცვალა