თურქეთში გააქტიურდა აფხაზური დიასპორა

თურქეთშიგააქტიურდააფხაზური დიასპორა

თურქეთშიგააქტიურდააფხაზური დიასპორასტამბოლში ჩატარდა არჩევნები თურქეთში აფხაზური კულტურის ცენტრების ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე (Абхазфед), აცხადებს აფხაზეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მრჩეველმა თურქეთში ალიას ასაბუა.
ფედერაციის ახალი თავმჯდომარე გახდა ახმედ ხაპათი. თურქეთის 13 აფხაზური კულტურული ცენტრიდან არჩევნებში მონაწილეობდა 237 დელეგატი, რომელთაც ერთხმად აირჩიეს ახმედ ხაპათი. „ვინაიდან წარმოდგენილი იყო ერთი კანდიდატურა, ხმის მიცემა ღია წესით ჩატარდა და დელეგატებმა ხელის აწევით ერთხმად აირჩიეს ხაპათი“ – დააზუსტა ასაბუამ.
ალიას ასაბუას ინფორმაციით, ახალი თავმჯდომარე შეპირდა დაწყებული პროექტების გაგრძელებას და ახლების შეთავაზებას. კერძოდ, ის ხელს შეუწყობს თურქეთში მცხოვრებ აფხაზებს აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებაში, ასევე აფხაზური ენის სწავლებას დიასპორაში.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ბანკიდან“ თანხის გატაცების ფაქტი გახსნილია – შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიარა თანამდებობაზე დანიშნავენ ირაკლი ღარიბაშვილს- ხელისუფლება სამთავრობო ცვლილებებისათვის ემზადება