თურქეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

თურქეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ორზე კი, ძებნა გამოცხადდა. ინფორმაციას გამოცემა Hurriyet Daily News-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, საქართველოს ოთხი მოქალაქისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება სტამბოლში მოქმედებდა.

როგორც თურქული მედია წერს, 16 ნოემბერს დაჯგუფების წევრებმა სტამბოლში ბიზნესმენი გაძარცვეს, როდესაც ის მეგობრის მანქანიდან გადავიდა. თავდამსხმელებმა რკინის საბურღით ბიზნესმენი დაჭრეს და 111 ათასი თურქული ლირა წაიღეს.

მეორე თავდასხმა დაჯგუფებამ სულთანღაზის რაიონში, იუველირზე განახორციელა. ინციდენტი სათვალთვალო კემერებმა დააფიქსირა. მომხდარს სამართალდამცველი შეესწრო და ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც დაჯგუფების წევრებმა მიმალვა სცადეს. პოლიციელმა ერთ-ერთი მათგანის დაკავება შეძლო, მეორე ეჭვმიტანილი კი მოგვიანებით ჩატარებული რეიდის დროს დააკავეს. დანარჩენი ეჭვმიტანილების დასაკავებლად გამოძიება გრძელდება.

banner
წინა სტატიაში“შეშფოთებული ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომელიც არჩევნებისას ვიხილეთ,”-აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
შემდეგი სტატიაომბუდსმენი გარკვეული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების მასალების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭებას ითხოვს