თურქეთში დაკავებული ფრანგი ჟურნალისტი გაანთავისუფლეს

როგორც ინტერნეტ-გამოცემა Les Jours-ი ავრცელებს, მისი თანამშრომელი, რომელიც თურქეთის ქალაქ გაზიანტებში ინტერვიუსას დააკავეს, გაანთავისუფლეს და მან ქვეყანა დატოვა.
ჟურნალისტი 11 ნოემბერს დააკავეს, მისი განთავისუფლება დღეს მოხდა.
ჟურნალისტის გაშვებაზე დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსთხოვა თურქეთის მთავრობას, გუშინ იგივე მოითხოვა ევროპარლამენტარმა მარტინ შულცმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეთ”.

banner
წინა სტატიაში(ფოტო) ავაკოვმა დეევას ფოტოებზე კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიაბულგარეთში მთავრობა გადადგა