თურქეთში დაკავებული ჯარისკაცები ამბობენ, რომ მათ გადატრიალება სწავლებები ეგონათ

თურქეთში დაკავებული ჯარისკაცები ამბობენ, რომ მათ გადატრიალება სწავლებები ეგონათ

2თურქი ჯარისკაცები, რომლებიც სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის არიან დაკავებული, ამბობენ, რომ მათ ეგონათ სწავლებები ჰქონდათ – ამის შესახებ თურქული Hurriyet ავრცელებს.
“მხოლოდ მაშინ, როცა ხალხი ტანკებზე ახტა, მივხვდით რაც ხდებოდა” – განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომლის ჯგუფშიც 10 ოფიცერი და 67 ჯარისკაცი იყო.
CNN Turk-ის ცნობით, ანკარაში ამბოხებულთა წინააღმდეგ ოპერაცია დასრულებულია. სახელმწიფო გადატრიალების მომხრეები ხელბორკილებით სამგზავრო ავტობუსებით გადაყავთ, მათ შორის 13 მაღალჩინოსანია.

banner
წინა სტატიაშითურქეთის მთავრობამ ინჯირლიკში ამერიკის ავიაბაზა დაბლოკა
შემდეგი სტატიარას წერს თურქეთიდან ქართველი ემიგრანტი “თაიმერს”