თურქეთში დაახლოებით 70 სამხედრო პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ანკარას სასამართლომ 74 სამხედრო პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობის გამო – 30 მაისს Anadolu ავრცელებს. რამდენიმე სამხედრო მფრინავს ბრალი იმაში დასდეს, რომ ისინი ანკარაში პრეზიდენტის რეზიდენციაზე შეტევას აპირებდნენ. გამოძიების ვერსიით, მათი ჩანაფიქრი შეთანხმებული არ ყოფილა ქვეყნის სამხედრო უწყებებთან.
სულ სასამართლო 152 საქმეს განიხილავს, რომელიც სამშობლოს ღალატს ეხება. 56 დაკავებულს, სავარაუდოდ, 18 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიას მიუსჯიან – “დოიჩე ველე” წერს.

თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან სამი წლის შემდეგადაც კვლავ გრძელდება დაპატიმრებები. სულ დაახლოებით 500 ათასი პირი დააკავეს. მათგან 30 ათასი ისევ ციხეებშია.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი „ქუჩური გარჩევის“ კანონპროექტზე – „ეს არის კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება
შემდეგი სტატიაესპანეთში “რუსული მაფიის” საქმეზე განაჩენი გამოიტანეს