თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსის 203 450 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 178 278 განიკურნა.
ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 19 ადამიანი ემსხვერპლა. ამრიგად, პანდემიის პერიოდში თურქეთში ვირუსის გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 186 შეადგინა.
ამჟამად ქვეყანაში 19 992 აქტიური შემთხვევაა.