თურქეთში ათობით ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

7 აპრილს თურქეთის სასამართლომ ათობით ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის მიღებისთვის. მკაცრი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 6 ყოფილ სამხედროს, 32 მათგანს – ჩვეულებრივი სამუდამო პატიმრობა.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა 2016 წლის 15 ივნისს იყო. ამ მოვლენებისას დაიღუპა 251 პირი და 2700-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. აღნიშნული მოვლენების შემდეგ თურქეთში სამსახური სახელმწიფო სექტორის 100 ათასმა თანამშრომელმა დაკარგა. დაპატიმრებები გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთი: 30 წლამდე ასაკის პირებს “ასტრა-ზენეკას” ნაცვლად სხვა ვაქცინა უნდა შევთავაზოთ
შემდეგი სტატიაგერმანიამ ზელენსკის წინადადებას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თავშეკავებით უპასუხა