თურქეთში აფეთქების შედეგად 50 ადამიანი დაიჭრა

631თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია მარდინში, საავადმყოფოს შენობასთან აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე საავადმყოფოსთან მდგარი პოლიციის ავტომობილი იყო.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაჭრილია სულ მცირე 50 მშვიდობიანი მოქალაქე. პოლიცია ტერორისტების ძებნის ოპერაციას ახორციელებს.
მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია.

banner
წინა სტატიაშიმოფარიკავე სანდრო ბაზაძემ რიო 2016 წარმატებით გახსნა
შემდეგი სტატიასასწრაფოდ: ბრიუსელის აეროპოტში ორი თვითმფრინავი მიფრინავს, სადაც, სავარაუდოდ, ბომბია