თურქეთში ახალგაზრდა დედა ნაზლი ნ. მერტი მშობიარობის შემდეგ ბავშვთან ერთად დააკავეს

თურქეთში ახალგაზრდა დედა ნაზლი ნ. მერტი მშობიარობის შემდეგ ბავშვთან ერთად დააკავეს. დაკავებულის მეუღლეც, გიულენის მოძრაობის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში თურქეთის ქალაქ ჩორუმში პატიმრობაში იმყოფება. პოლიციელები მშობიარობის პერიოდში საავადმყოფოს არ მოშორებიან, დღეს დილით კი დედა, ნაზლი მერტი ბავშვთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა დედა პოლიციის განყოფილებაში ინვალიდის ეტლით იქნა გადაყვანილი, რადგან მას ფეხით გავლაც კი არ შეეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, დედა ნაზლი ნ. მერტი პოლიციელების ზეწოლის გამო ცუდად გახდა, წნევა დაუვარდა და მას სასწრაფოდ გადასხმა გაუკეთდა. გახშირებული ტკივილის გამო მერტი სასწრაფოდ სამშობიაროში გადაიყვანეს. პოლიციელები რომლებიც ნაზლი მერტს სამშობიაროსთან ელოდებოდნენ დღეს ბავშვთან ერთად დააკავეს.

banner
წინა სტატიაშითავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი ბასაძიშვილმა ბელგიის პრესტიჟული უნივერსიტეტის დაფინანსება მოიპოვა
შემდეგი სტატიადუტერტე: მძევლებიც რომ დახოცონ, მაინც გაანადგურეთ