თურქეთში 9 ათასზე მეტი პოლიციელი დაითხოვეს სამსახურიდან

თურქეთში, ფეხტულაჰ გიულენთან კავშირის გამო, 9 ათასზე მეტი პოლიციელი დაითხოვეს სამსახურიდან – ამის შესახებ დღეს Hürriyet Daily News-ი ავრცელებს.
გუშინ კი გავრცელდა, რომ ქვეყნის 72 პროვინციაში რეიდების დროს 800-მდე მოქალაქე დააკავეს, ოპერაციაში სულ 8,5 ათასი პოლიციელი მონაწილეობდა. დღეის მონაცემებით სპეცოპოერაცია გრძელდება.

ოფიციალური ანკარას პოზიციით, შარშან თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან აშშ-ში მცხოვრები ფეხტულახ გიულენი დგას.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიააშშ ჩრდილოეთ კორეას სანქციებს უმკაცრებს