თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ორშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:00 საათზე, ბალიქესირის პროვინციაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ბიძგები სტამბოლსა და რამდენიმე მიმდებარე პროვინციაში იგრძნობოდა. 19 ადამიანი დაშავდა – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, ქემალ მემიშოღლუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისივე ინფორმაციით, ოთხი დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.















