20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

თურქეთში 50 კგ ვერცხლის და 25 კგ ოქროს მოპარვაში ეჭვმიტანილები საქართველოში დააკავეს

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის ბუიუქჩექმეჯეს (Büyükçekmece) რაიონის სასამართლოს ნივთმტკიცებების საცავიდან, 25 კილოგრამი ოქროსა და 50 კილოგრამი ვერცხლის მოპარვის საქმეზე ორი ეჭვმიტანილი საქართველოში დააკავეს.

გავრცელებული ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი სავარაუდო ლიდერი მ.ს. და მისი ბიძაშვილი მ.ე. რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ, საქართველოში დააკავეს. მოგვიანებით, ისინი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებს ჩაბარდნენ.

ძვირფასი ლითონები, რომლებიც თავდაპირველად არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის დროს იყო ამოღებული, საცავის თანამშრომელმა ერდალ თიმურთაშმა მოიპარა. იგი ამჟამად დიდ ბრიტანეთშია გაქცეული და მასზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულთა საერთო რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი პირები, უძრავი ქონების აგენტი და მანქანების გაქირავების კომპანიის მფლობელი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში ფიგურირებადი ყველა ეჭვმიტანილის ქონება და საბანკო ანგარიშები უკვე გაყინულია.

banner
წინა სტატიაშიჯანგირაშვილი: როცა ძალაუფლება შენს ხელშია, რაში უნდა გჭირდებოდეს სისასტიკის პოლიტიკა და შიშზე დაფუძნებული რეჟიმი
შემდეგი სტატიამაკრონი: “დიდი შვიდეულის” ყველა ლიდერი შეთანხმდა მოსაზრებაზე, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს