თურქეთში 333 სამხედრო მოსამსახურის დაპატიმრების ორდერი გაიცა

თურქეთის პროკურატურამ 333 სამხედრო მოსამსახურის დაპატიმრების ორდერი გასცა. მათ ბრალად ედებათ თანამშრომლობა მქადაგებელ ფეთჰულაჰ გიულენთან, რომელიც თურქეთის ხელისუფლების მიერ ითვლება 2016 წლის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს გამოცემა “დეილი საბახი”.
ორდერები გაიცა მას შემდეგ, რაც სტამბოლის პროკურატურამ დამატებითი მტკიცებულებები წარადგინა სამხედროების ამერიკაში მცხოვრებ გიულეთთან კავშირის თაობაზე.
ამჟამად პოლიცია აწარმოებს სპეცოპერაციას თურქეთის 49 ქალაქში.
შეგახსენებთ, 2016 წლის 16 ივლისს ანკარაში ადგილი ჰქონდა სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ამ საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებულია 50 ათასი ადამიანი.

banner
წინა სტატიაში“ეს არის პოლიციური სახელმწიფო, ეს საბჭოთა კავშირიც კი არ არის” – ოპოზიცია ე.წ. ოდეერების სტატუსზე
შემდეგი სტატიაისნის სპეცოპერაცია – ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს