14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

თურქეთში 15 წლამდე ბავშვებს სოციალური მედიის პლატფორმებზე წვდომა ეზღუდებათ

თურქეთში 15 წლამდე ბავშვებს სოციალური მედიის პლატფორმებზე წვდომა ეზღუდებათ.

თურქული მედიის ცნობით, კანონპროექტი სოციალური მედიის პლატფორმებს ასაკის გადამოწმების სისტემების დანერგვას, მშობელთა კონტროლის ინსტრუმენტების უზრუნველყოფას და საზიანოდ მიჩნეულ კონტენტზე სწრაფ რეაგირებას ავალდებულებს.
კანონპროექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მას ხელს მოაწერს.

გავრცელებული ინფორმაციით,  ქვეყანაში აღნიშნული კანონპროექტის მიღებას წინ უძღოდა ქალაქ ქაჰრამანმარაშში დატრიალებული ტრაგედია.  14 წლის ბიჭმა საშუალო სკოლაში სროლისას ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა – პოლიცია თავდამსხმელის ონლაინ აქტივობას იძიებს, რათა მისი მოტივაცია დაადგინოს.

banner
წინა სტატიაშიქართველი პოეტი ილია მეორესთან ბოლო შეხვედრას იხსენებს
შემდეგი სტატიასად არის გადაყვანილი ლაზარე გრიგორიადისი – ბაბუის კომენტარი