თურქეთში 147 მასწავლებელზე დაპატიმრების ორდერი გაიცა

თურქეთის პროკურატურამ კაისერის პროვინციაში 147 მასწავლებლის დაკავებაზე ორდერი გასცა. მასწავლებლები ეჭვმიტანილები არიან ისლამის მქადაგებელ ფეხტულახ გიულენთან კავშირში, რომელიც 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის მთავარი ეჭვმიტანილი პირია.
პედაგოგებს კონსტიტუციის დარღვევაში, სამხედრო გადატრიალების მცდელობასა და შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში სდებენ ბრალს.
პედაგოგების დაკავებაში 400 პოლიციელი მიიღებს მონაწილეობას. ეჭვმიტანილთაგან ზოგიერთი უკვე დაკავებულია, თუმცა, მათი რაოდენობა არ ზუსტდება.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს დაახლოებით 81 ათასი ადამიანი. ათობით ათასი კი დაკავებულია.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ირაკლი ოქრუაშვილი: ეროსის სულზე მივუსწარი, “რუსთავი2-ის ყიდვას პატარკაციშვილი აპირებდა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: დანაშაულის ინდექსის მხრივ საქართველო პროგრესის გზაზეა