თურქეთში 100-ზე მეტი პედაგოგის დაპატიმრების ორდერი გაიცა

სტამბოლის პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის 103 პედაგოგის დაპატიმრების ორდერი გასცა – ისინი ფეხტულახ გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი – ავრცელებს Reuters-ი.
აღნიშნული ბრძანების თანახმად, უკვე დაკავებულია 70 პედაგოგი – პროფესორები, დოცენტები და ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლები.
პოლიციამ მათ სახლებში და სამუშაო ადგილებში ჩხრეკა ჩაატარა.
როგორც იტყობინებიან, ბევრ ეჭვმიტანილს თავიანთ სმარტფონებში შეტყობინებათა გაცვლის დანართი ByLock-ი ჰქონდათ დაყენებული. მესენჯერს 15 ივლისს თურქეთში გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორები იყენებდნენ.

თურქეთში, მიმდინარე მომენტისთვის, პუტჩში ბრალდებული 32 ათასი ადამიანია დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიფუფუნება უნდა ჩაბარდეს წარსულს, ხალხს უნდა დავუმტკიცოთ, რომ რეალურად გვინდა ლარის გამყარება
შემდეგი სტატიაიურიდიული კომიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტია-ნატო ჩხეიძე