თურქეთს სურს ევროკავშირის სამხედრო პროექტს შეუერთდეს

ნატოს წევრმა თურქეთმა განაცხადი გააკეთა შეუერთდეს ევროკავშირის მობილურობის სამხედრო პროექტს (PESCO) – ჰოლანდიელებმა, რომლებიც პროექტის კოორდინატორები არიან, თურქეთის მთავრობისგან ოფიციალური განაცხადი მიიღეს. “თურქეთმა ნამდვილად გვაცნობა სამხედრო მობილურობის პროექტში მონაწილეობის მიღების შესახებ. როგორც პროექტის კოორდინატორი, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით განაცხადების მიღების პროცესს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მიერ არის დადგენილი” – პრეს-მდივანმა თქვა.

მაისში ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა თანხმობა განაცხადეს პროექტში დაუშვან აშშ, ნორვეგია და კანადა. ევროკავშირმა პირველად მისცა უფლება მესამე ქვეყნებს საკუთარ სამხედრო პროექტში ჩაერთონ. ასევე, ევროკავშირის დიპლომატები შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკური პირობები, ფაქტობრივად გამორიცხავდნენ რუსეთის, ჩინეთისა და თურქეთის პროექტში მონაწილეობას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ანკარასა და ბრიუსელს შორის კონფლიქტი გამძაფრდა.

ახლა PESCO-ში 24 ქვეყანა მონაწილეობს. ვარაუდობენ, რომ კვიპროსი და საბერძნეთი, რომელთანაც თურქეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს, თურქეთის მოთხოვანს ნეგატიურად შეხვდებიან. ამავე დროს, არის იმის იმედი, რომ თურქეთისა და PESCO-ს თანამშრომლობამ შესაძლებელია ამ სამ ქვეყანას შორის სიტუაციის ნორმალიზება გამოიწვიოს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება, ძირითადი თანხის გადახდის პირობით, ​გათავისუფლდეს ჯარიმა-საურავებისგან
შემდეგი სტატიაოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით, სასულიერო პირები ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ