თურქეთს შვედეთისა და ფინეთისგან წერილობითი გარანტიების მიღება სურს „ტერორისტების მხარდაჭერის შეწყვეტასთან“ დაკავშირებით – ჩავუშოღლუ

თურქეთს შვედეთისა და ფინეთისგან წერილობითი გარანტიების მიღება სურს „ტერორისტების მხარდაჭერის შეწყვეტასთან“ დაკავშირებით. ეს ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა, რათა ანკარა აღარ იყოს ამ ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი. ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა.

„შვედეთმა და ფიდნეთმა უნდა შეწყვიტონ ტერორისტების მხარდაჭერა, ჩვენ მათგან წერილობითი შეთანხმება გვსურს კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. შვედეთსა და ფინეთს ჩვენთან დელეგაციების გამოგზავნა სურდათ და ჩვენმა პრეზიდენტმა აღნიშნული წინადადება მიიღო, თქვა რა, რომ ჩვენი პრიორიტეტი დიპლომატიაა“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაზე თავდასხმა პროგნოზირებადი შეჭრა იყო, აგრესია რუსეთის ხელწერაა – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიასევეროდონეცკი მთლიანად უკრაინის ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება, შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ დაცვას – გაიდაი