თურქეთს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 16, 2017 14:10

თურქეთს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება

საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს უფლებამოსილების სამწლიანი ვადა ეწურება.

როგორც პირველ არხს თურქეთის საელჩოში განუცხადეს, თურქული მხარე საქართველოს გუმრუქჩუს შემცვლელს სავარაუდოდ ნოემბრამდე წარუდგენს, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობა ელჩის კანდიდატურის მოწონების დასტურად გასცემს აგრემანს და დაიწყება როტაციის პროცედურა.

ამ დროისთვის თურქეთის საელჩოში არ აკონკრეტებენ, ვინ შეიძლება შეცვალოს ზექი ლევენთ გუმრუქჩუ.

ზექი ლევენთ გუმრუქჩუ საქართველოში ელჩად 2014 წლიდან იმყოფება. ზექი ლევენთ გუმრუქჩუ საქმიანობას სავარაუდოდ ბრიუსელში გააგრძელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 16, 2017 14:10