,, თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანება 2023 წლისთვის სურს”

თურქეთს ევროკავშირში შესვლა 2023 წლისთვის სურს. ამის შესახებ ევროკავშირში თურქეთის ელჩმა სელიმ ენელმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა. დიპლომატის თქმით, თურქეთის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ევრკავშირისგან 2016 წელს ელის, “2017 წელი მიუღებელი ვადა იქნებოდა”.

თურქეთის ელჩი ამბობს, რომ ანკარასა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები სწორი გზით ვითარდება, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად. ამასთან, ელჩი აღნიშნავს, რომ “თუ თურქეთი უვიზო რეჟიმს არ მიიღებს, ჩვენ არ გავგზავნით მილიონობით ლტოლვილს ევროპაში ავტობუსებით, როგორც ეს ზოგს წარმოუდგენია. თუმცა სირიიდან ლტოლვილებს აღარ მივიღებთ”.

სელიმ ენელის თქმით, 2023 წელს თურქეთის რესპუბლიკა დაარსებიდან მეასე წლისთავს აღნიშნავს.

“ამ ვადისთვის ევროკავშირში შესვლა გახდებოდა ქვეყნის უმაღლესი მიღწევა. ამჟამად გაწევრიანების პირობები ყველაზე ხელსაყრელი არ არის, თუმცა ეს შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს”, – განაცხადა თურქეთის წარმომადგენელმა ბრიუსელში.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტმა აღიარა, რომ ირანისთვის გადაცემულმა 400 მილიონმა ამერიკელი პატიმრების გათავისუფლებას შეუწყო ხელი
შემდეგი სტატიაScorpions-ის კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის 20 აგვისტოს, თბილისიდან ურეკში დამატებითი მატარებელი დაინიშნა