თურქეთმა უკვე С-400-ების ნაწილების მერვე თვითმფრინავი მიიღო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 16, 2019 10:21

თურქეთმა უკვე С-400-ების ნაწილების მერვე თვითმფრინავი მიიღო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდორანმა იმედი გამოთქვა, რომ ისინი რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400 -ების შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ – მისი სიტყვები თურქულ NTV-ს მოყავს ციტატად. “ჩვენ ჩვენს С-400-ებს ვიღებთ. ამბობდნენ, მათ არ შეუძლიათ მისი მიღებაო. ამბობდნენ, მაგრამ ეს არასწორი გამოდგა. და დღეს ჩვენთან უკვე მერვე თვითმფრინავი ჩამოფრინდა (С-400-ების დეტალებით)” – ერდოღანმა თქვა. მისი ინფორმაციით, С-400-ების სრულად მიწოდება დასრულდება 2020 წლის აპრილში, რომლის შემდეგადაც თურქეთი მსოფლიოში ერთ-ერთ იმ ქვეყანათაგანი გახდება, რომელთაც ძლიერი საჰაერო თავდაცვა ექნება.

მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა С-400-ების პირველი კომპონენტები მიიღო, ანკარამ განაცხადა, რომ ამერიკული “პატრიორის” ყიდვაზე ფიქრობს – 12 ივლისს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-მ გაავრცელა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა С-400-ების მიღებიდან რამდენიმე საათში განაცხადა: “ჩვენ სისტემა Patriot-ის ყიდვაზე ვფიქრობთ. ჩვენი უფლებამოსილი უწყებები და მეგობრები ყველა ძალას გამოიყენებენ ამისთვის”.
შეგახსენებთ, რომ აშშ თურქეთს, რომელიც მისი პარტნიორია ნატოში, მუდმივად იმას სთხოვდა, რომ რუსეთთან შეთანხმება გაეუქმებიდა. სანაცვლოდაც კი ამერიკულ “პატრიოტს” შეღავათიან ფასად სთავაზობდა. С-400-ების ყიდვამ ანკარასა და ვაშინგტონს შორის კონფლიქტი წარმოშვა. აშშ თურქეთს სანქციებით ემუქრება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 16, 2019 10:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics