თურქეთმა შორი მანძილის რაკეტა გამოსცადა

თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის უწყებამ სინოპის რაიონში შორ მანძილზე მოქმედი თურქული წარმოების ახალი რაკეტა ,,ბორა,, წარმატებით გამოსცადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ,,ბორა,, – 610 მმ. დიამეტრის მქონე რაკეტაა, მართვის ავტომატური სისტემითა, რომელმაც ნავიგაციისა და სიზუსტის მაღალი ხარისხი აჩვენა. თუმცა თურქული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი რაკეტის გასროლის მაქსიმალურ სიშორეზე.
,,დადგა დრო და თურქეთი უკვე საკუთარ რაკეტებს აწარმოოს. ვამაყობთ ამით,, განაცხადა რაკეტის გამოცდის შემდეგ პრესასთან თურქეთის თავდაცვის მინისტრმა – ფიქრი იშიქმა

banner
წინა სტატიაშისკანდალი: რუსებმა თეთრი სახლის ადმინისტრაცია მოატყუეს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილთან და ირაკლი ალასანიასთან განსაკუთრებული თანამოაზრეობა არ აკავშირებს