თურქეთმა საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა

თურქეთი უკან დახევას არ აპირებს. ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, აცხადებს რომ კვლავაც დაიცავს ქვეყნის უსაფრთხოებას.

თურქული მედია კი იმ ჩანაწერებს ავრცელებს, სადაც თურქი მფრინავი რამდენჯერმე მოუწოდებს რუსულ ბომბდამშენს კურსი შეცვალოს და ქვეყნის საჰაერო სივრცე დატოვოს.

საზღვრისპირა რაიონებში გადასროლილია მძიმე ტექნიკა და სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი საზღვაო და საჰაერო ძალები.

საერთაშორისო კოალიციის ლიდერები აცხადებენ, რომ თურქეთს საზღვარის დაცვის სრული უფლება აქვს, თუმცა ანკარასაც და მოსკოვსაც ვითრების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

დასავლეთში უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ გუშინდელი ინციდენტი და დაპირისპირება თურქეთსა და რუსეთს შორის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ფრანსუა ოლანდის ახალ ინიციატივას – ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ფართო კოალიციის შექმნის შესახებ, რომელშიც შეერთებულ შტატებთან და რეგიონის ქვეყნებთან ერთად რუსეთის მონაწილეობასაც ითვლისწინებს.

banner
წინა სტატიაშიფოთში პოლიციის რეიდები ტარდება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფოთში გეგმური საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს