თურქეთმა საქართველოს მედიკამენტები, სუნთქვის აპარატები და pcr ტესტები გადმოსცა

თურქეთმა საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, სუნთქვის აპარატები, PCR სადიაგნოსტიკო ტესტები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები საჩუქრად გადმოსცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დონაცია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებას კორონავირუსის პანდემიის დროს.

“აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ჰუმანიტარული ტვირთის დიდი ნაწილი მოხმარდება სწორედ იმ ადამიანების საჭიროებებს, ვინც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის შედეგადაა დაზარალებული”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახეთში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიამარნეულში სკოლის დირექტორს 11 წლის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ