თურქეთმა რუსეთთან ერთად თავდაცვის გეგმებზე ისაუბრა

თურქეთმა რუსეთთან ერთად თავდაცვის გეგმებზე ისაუბრა

55თურქეთი და რუსეთი “თავდაცვის, დაზვერვისა და დიპლომატიის საერთო მექანიზმების” დანერგვას აპირებენ -ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მავლუდ ჩევუშოღლუმ სააგენტო “ანადოლუსთან” განაცხადა.
გუშინ რუსეთის და თურქეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა რუსეთში, რომელსაც საგარეო უწყების ხელმძღვანელიც ესწრებოდა.
ჩავუშოღლუს თქმით, თურქი მფრინავები, რომლებიც რუსული თვითმფრინავის ინციდენტან კავშირში იყვნენ, მიმდინარე მომენტში დაკავებული არიან ოპოზიციონერი ლიდერის ფეხტულახ გიულენის მხარდაჭერის ბრალდებით. მან ასევე თქვა, რომ მოსკოვსა და თურქეთს სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით, პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით, ერთნაირი ხედვები აქვთ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთთან შერიგება დასავლეთისთვის სიგნალის მისაცემად არ იყო ჩაფიქრებული, თუმცა, მისი თქმით, თუკი დასავლეთი “თურქეთს დაკარგავს”, ეს დასავლეთის შეცდომების შედეგი იქნება და არა მოსკოვსა და ანკარას შორის აღდგენილი ურთიერთობის.

banner
წინა სტატიაშიმეი და პუტინი მოსკოვსა და ლონდონს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მზობას გამოთქვამენ
შემდეგი სტატიამოფარიკავე სანდრო ბაზაძემ რიო 2016 წარმატებით გახსნა