თურქეთმა რუსეთს ურჩია “ცეცხლთან არ ითამაშოს”

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა რუსეთს ურჩია “არ ითამაშოს ცეცხლთან” – მას მხედველობაში ქონდა სუ-24-ის ინციდენტთან დაკავშირებული შესაძლო შედეგები – ამის შეასხებ “როიტერსი” წერს.
ერდორანმა ასევე განაცხადა, რომ მას არ სურს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება.
გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ თუკი ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, ეს არის რუსეთი.

რუსული გამანადგურებელი სუ-24 თურქეთის მხარემ რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ამასთანავე, თურქული ოფიციოზის განცხადებით, მათ არ იცოდნენ ავიაგამანადგურებლის კონკრეტული ქვეყნის კუთვნილება. პუტინმა მათ ამ განცხადებას “სულელური” უწოდა და თქვა, რომ მსგავსი რამ შეუძლებელია, რადგანაც თვითმფრინაბევს აქვს ნიშნები, რომელის დანახვა სირთულეს არ წარმოადგენს.
რუსეთი ხვალ სანქციების სიას დაამტკიცებს, რომელსაც თურქეთის წინააღმდეგ მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიჟირინოვსკი სტამბულის ატომური ბომბით განადგურებას სთავაზობს მთავრობას
შემდეგი სტატიარუსეთი თურქეთთან უვიზო მიმოსვლას აუქმებს