თურქეთმა რუსეთს სანქციების შეჩერება ურჩია

თურქეთმა რუსეთს სანქციების შეჩერება ურჩია

თურქეთმა რუსეთს სანქციების შეჩერება ურჩიარუსეთმა რაც შეიძლება მალე უნდა მოხსნას სანქციები ანკარასთან მიმართებაში – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
“სრულიად მიზანმიმართულად ვთვლით, ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ სანქციები უნდა გადაიხედოს და მოიხსნას. სხვანაირად ეკონომიკური ზომები ორივე ქვეყნის ეკონომიკაზე იმოქმედებს და რუსეთის მოქალაქეებზეც ისეთივე ნეგატიურად იმოქმედებს, როგორც თურქეთის მოქალაქეებზე” – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, რუსეთის და თურქეთის ურთიერთობა თურქეთის და ევროკავშირის ურთიერთობაზე არანაირად არ იმოქმედებს: “ჩვენი ევროკავშირთან ურთიერთობა საკუთარი დინამიკით მიდის და ის მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან არანაირ კავშირში არ არის” – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები 28 ნოემბერს შემოიღო. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა თურქეთის სამხედრო ავიაციის მიერ რუსული გამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ დაიძაბა.

banner
წინა სტატიაშიPirelli — 2016 ქალთა კალენდარი (ფოტოები)
შემდეგი სტატიაერაყი თურქეთს “ნებისმიერი ზომებით” ემუქრება