თურქეთმა რუსეთის სანქციებისგან ტურიზმის დაცვა გადაწყვიტა

თურქეთმა რუსეთის სანქციებისგან ტურიზმის დაცვა გადაწყვიტა

თურქეთმა  რუსეთის სანქციებისგან ტურიზმის დაცვა გადაწყვიტათურქეთი ქვეყნის ტურისტულ სექტორს მხარს დაუჭერს მას შემედგ, რაც რუსეთი მის მიმართ სანქციებს აამოქმეედბს – ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ დღეს ილაპარაკა.
პრემიერის თქმით, 2015 წლის თებერვლიდან ანკარა ტურისტულ ფირმებს, რომლებიც დსთ-ს ქვეყნების ტურიზმზე მუშაობენ, ეხმარებოდა. დახმარება, დავუთოღლუს თქმით, საგადასახადო შეღავათები და კრედიტის აღების გამარტივებული პროცედურებია. “ჩვენ დღეს გავაფართოვებთ ამ ზომებს და ახლა ის 27 ქვეყანას შეეხება” – განაცხადა პრემიერმა.

მიმდინარე მომენტში მოსკოვი ანკარას მიმართ სპეციალურ ეკონომიკურ სანქციებს ანხორციელებს, რომელიც რუსეული სუ-24-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით დაწესდა. რუსული სანქციები ტურიზმსაც შეეხო: რუსეთში აკრძალულია თურქეთის მიმართულებით საგზურების გაყიდვა და აკრძალულია ჩარტერული ავიაშეტყობინებები. გარდა ამისა, 2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთი თურქეთთან სავიზო რეჟიმს შემოიღებს. რუსეთის მხარე სანქციებს უსაფრთხოების ზომებს უწოდებს.

banner
წინა სტატიაშიბუტაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიაკატარის საგარეო უწყებაში თვლიან, რომ ბაშარ ასადი აფინანსებს ტერორიზმს