თურქეთმა რუსეთი ისევ დაადანაშაულა საჰაერო სივრცის დარღვევაში

თურქეთმა რუსეთი ისევ დაადანაშაულა საჰაერო სივრცის დარღვევაში

sahaero-sivrceთურქეთმა დღეს რუსეთი საჰაერო სივრცის ხელახალ დარღვევაში დაადანაშაულა – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზეა ინფორმაცია განთავსებული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 29 იანვარს, ადგილობრივი დროით 11:46 წუთზე რუსული გამანადგურებელი სუ-34 თურქეთის საჰაერო ცივრცეში იყო შეჭრილი. საზღვრის დარღვევამდე პილოტი ბევრჯერ იყო გაფრთხილებული რუსულ და ინგლისურ ენებზე.
როგორც უწყება იტყობინება, მსგავსი ქმედებები სერიოზულ შედეგებს გამიწვევს, რომელზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ანკარამ ხელახლა მოუწოდა მოსკოვს არ დაარღვიოს თურქეთის საჰაერო სივრცე, რომელიც ნატოს სივრცეა.
ინციდენტთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი ანკარაში გამოიძახა.

banner
წინა სტატიაშიბავარია საქართველოს და უკრაინის უსაფრთხო ქვეყანად აღიარებას მოითხოვს
შემდეგი სტატიამოსკოვის ცენტრში გამართულ სროლაში ჩაურევლობის გამო ორი პოლიციელი დააკავეს