თურქეთმა რუსებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე უარი განაცხადა

თურქეთმა რუსებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე უარი განაცხადა

თურქეთმა რუსებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე უარი განაცხადაანკარა სანქციის საპასუხოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არ აპირებს – ამის შესახებ დღეს მოსკოვში თურქეთის საელჩოში განაცხადეს. დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ანკარა “რუსეთს მეგობარ ქვეყანად მიიჩნევს და აპირებს კიდეც მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას”.

“თურქეთი არ აპირებს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რუს ხალხზე ნეგატიურად იმოქმედებს. ამასთან დაკავშირებით, დღის წესრიგში არ დგას სავიზო რეჟიმის შემოღება” – განაცხადეს საელჩოში.
“თურქეთი რუსეთის მოქალაქეებს მისთვის ტრადიციული ადამიანური პატივისცემით და სტუმართმოყვარეობით ექცევა” – აღნიშნეს დიპლომატებმა.

ნოემბრის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთი თურქეთთან უვიზო რეჟიმს შეაჩერებს: “ეს პირდაპირ დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებასთან. თურქეთიდან შემოდიან ბოევიკები სხვადასხვა მიმართულებით” – განაცხადა ლავროვმა

banner
წინა სტატიაშიისლამური სახელმწიფო ტაილანდში რუსებს თავს დაესხმევა
შემდეგი სტატიარუსეთის სარეზერვო ფონდშიფულის მასა მთლიანად ამოიწურება 2017 წლის მეორე ნახევრისთვის