თურქეთმა ოფიციალურად აკრძალა ყირიმიდან შემოსული გემების მიღება

თურქეთში ძალაში შევიდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითად, 2017 წლის მარტიდან ყირიმიდან შემოსულ გემებს თურქეთის პორტებში შესვლა და მომსახურების გაწევა ეკრძალებათ. აკრძალვა ეხება იმ გემებსაც, რომლებიც ტრანზიტით იყვნენ ყირიმში. ადრე ფაქტობრივ აკრძალვაზე ინფორმაცია თურქული ლოჯისტიკური კომპანია Selin Global-ის დირექტორმა არზიგიულ კაიმაჩკმა გაავრცელა.
20 მარტს თურქეთის ეკონომიკის სამინისტრომ რუსეთი იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომელთა მიმართაც ნულოვანი საბაჟო გადასახადი მოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა თურქებს მოუწოდა პასუხი გასცენ “სასტიკ ფაშისტურ” ევროპას
შემდეგი სტატიასოხუმში მოსამართლის ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა