თურქეთმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა

CNN – ის ინფორმაციით თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მამაკაცი პაციენტის კონტაქტი ევროპას უკავშირდება და ის იზოლაციაში იმყოფებოდა.

“მისი ოჯახის წევრები და კონტაქტები მონიტორინგის ქვეშ არის.გთხოვთ, არ იმოგზაუროთ საზღვარგარეთ, თუ ეს აუცილებლობიდან არ გამომდინარეობს. მათ კი ვინც, ჩამოდის საზღვარგარეთიდან, გთხოვთ დაიცვათ თვითიზოლაცია”, – აცხადებს მინისტრი.

მისივე განცხადებით, სამედიცინო პერსონალმა და საავადმყოფოებმა სიფრთხილის ზომები მიიღეს.

banner
წინა სტატიაში„გეფას“ დირექტორის სახელით, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, ვრცელდება წერილი, რომელშიც ის ბოდიშს იხდის
შემდეგი სტატია„საქართველოს რკინიგზის“ მიერ, ტვირთბრუნვის ზრდამ წინა წელთან შედარებით 9%-ით მოიმატა